ნუკრი ქანთარია – ოპოზიციის ბოქლომებში დიდი ფანტაზია არ ჩანს, რადგან მათ მოქალაქეებზე ჰქონდათ ბოქლომები დადებული

12:49, 21.11.2019

ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ბოქლომებში დიდი ფანტაზია არ ჩანს, რადგან მათ ბოქლომები მოქალაქეებზე ჰქონდათ დადებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციას აქციები და სახელმწიფო უწყებებზე ბოქლომების დადება რამდენად წაადგება მათ და ეს მოქალაქეების გონებამდე როგორ მივა,  მათი საქმეა.

„მთავარია, კანონს არ გადაცდნენ. კარგად იცით, რომ ყველას შეუძლია საუბარი ნებისმიერ თემაზე, რა ტონალობაშიც უნდათ, სადაც უნდათ, რამდენიც უნდათ, ოღონდ, კანონს არ უნდა გასცდნენ, კანონს თავით არ შეეჯახონ. შიშით ვკანკალებთ ყველანი, არ ვიცი, რა დაგვემართება…“ – განაცხადა ქანთარიამ.

მსგავსი