ნუკრი ქანთარია ნინო ლომჯარიას კანდიდატურის მხარს არ დაუჭერს 
ნუკრი ქანთარია ნინო ლომჯარიას კანდიდატურის მხარს  არ დაუჭერს 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურის მხარდაჭერას და მასზე პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს.

ჟურნალისტებთან საუბარში ქანთარიამ საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად ნინო ლომჯარიას მიერ გასულ წლებში მთავრობასთან მიმართულებაში გაკეთებული განცხადებები დაასახელა.

“მისი პოზიციებიდან გამომდინარე მას ხმას ვერ მივცემ, თუმცა წარმატებას ვუსურვებ. ჩემი კოლეგების აზრს პატივს ვცემ, ვინც მისი კანდიდატურა დააყენა და მის წინააღმდეგ არ წავალ, მაგრამ ხმას არ მივცემ. მასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, რადგან შეგიძლიათ, მის მიერ 2014 წელს გაკეთებულ განცხადებებს გადახედოთ, რომელიც მთავრობას უკავშირდებოდა. საუბარი კრიტიკაზე არ არის, ვინც ამ თანამდებობაზე დაინიშნება, ვალდებული იქნება, თეთრზე თეთრი თქვას. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, უმრავლესობა ეს ინდივიდებისგან შემდგარი ერთობაა და შესაძლებელია, აზრთა სხვადასხვაობა ზოგჯერ იყოს. ეს არ არის ბატების გუნდი, რომ ერთმა დაიყიყინა და შემდეგ ყველამ უნდა დაიყიყინოს“, – აღნიშნა ქანთარიამ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ლომჯარიას მხარს თუნდაც ყოფილი პრემიერ-მინისტრების ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო არ უჭერს.

“ჩემი წარმოდგენით, სახალხო დამცველი არა ინტსრუქციებით იყოს, არამედ შინაგანი რწმენით უნდა ხელმძღვანელობდეს”, – დასძინა ქანთარიამ. პარლამენტის ნინო ლომჯარიასა და გიორგი ფოფხაძის კანდიდატურებს მხარს დღევანდელ და უყრის.