ნუკრი ქანთარია - განიხილება საკითხი, რომ სოფლად ჩასულ მასწავლებელს პირად საკუთრებაში გადაეცეს მიწის ნაკვეთი და პირუტყვი
ნუკრი ქანთარია - განიხილება საკითხი, რომ სოფლად ჩასულ მასწავლებელს პირად საკუთრებაში გადაეცეს მიწის ნაკვეთი და პირუტყვი

დღის წესრიგში დგას საკითხი, რომ მასწავლებლებს სოფლად მაქსიმალური ყურადღება მიექცეთ, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, განიხილება საკითხი, რომ სოფლად ჩასულ მასწავლებელს პირად საკუთრებაში გადაეცეს მიწის ნაკვეთი და პირუტყვი.

„გვქონდა ასეთ ვარიანტზეც მსჯელობა, რომ ჩავა აქედან ადამიანი, მისცენ კარ-მიდამო, ნაკვეთი, პირუტყვი. რაღაცა გარკვეული ხნით, ვთქვათმ რამდენიმე წლის შემდეგ ეს გადავიდეს მის პირად საკუთრებაში. ეს იქნება გარკვეული სტიმული. ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანში ეს გარკვეულწილად საქმეში გადავა. ასე რომ, მიდის ფიქრი ამაზე და არა მარტო ფიქრი, არამედ გარკვეული ქმედებებიც“,- განახცადა ნუკრი ქანთარიამ.