ნუკრი ქანთარია - ეს არის პოლიტიკა და პარლამენტი, პარლამენტი ან მონასტერი, ორი გზაა
ნუკრი ქანთარია - ეს არის პოლიტიკა და პარლამენტი, პარლამენტი ან მონასტერი, ორი გზაა

ეს არის პოლიტიკა და პარლამენტი, პარლამენტი ან მონასტერი, ორი გზაა, ალბათ, ნაწილი მონასტერში უნდა წავიდეს, ნაწილი პარლამენტში უნდა დარჩეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების წარმომადგენლების გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ნუკრი ქანთარიამ აღნიშნა, ვინც კანონს გადაცდება, ყველას მოეთხოვება, ეს იქნება ლომია, მელია, თუ სხვა.

მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში ძალიან პრინციპული საკითხი იყო და გუნდი ერთსულოვანი უნდა ყოფილიყო.

„რაც შეეხება ჩვენი გუნდის წევრების გადაწყვეტილებას, ეს მათ უნდა ახსნან, ეს არ იყო ჩვეულებრივი კანონპროექტი, რომ მხარი დაეჭირათ, ან არა. შექმნილ ვითარებაში ეს ძალიან პრინციპული საკითხი იყო, გუნდი ერთსულოვანი უნდა ყოფილიყო. ან აქეთ, ან მდინარის – იქით. არავის არაფერს ვედავები, ეს საკითხი პრინციპული იყო და წინასწარ შეთანხმებაც იყო, რომ თუ ასეთი საკითხი შემოვიდოდა, ერთად უჭერდით მხარს, ან ერთად არ ვუჭერდით. ასეთ დროს დაქსაქსვა მიუღებელია. ალბათ, ამ საკითხზე მსჯელობა იქნება. ეს არის პოლიტიკა და პარლამენტი. პარლამენტი ან მონასტერი, ორი გზაა. ალბათ, ნაწილი მონასტერში უნდა წავიდეს, ნაწილი პარლამენტში უნდა დარჩეს. თუ ეს მელია იყო და ორეული არ ჰყავს, მაშინ მისი ქცევა გამოძიებას ექვემდებარება, დანარჩენი სასამართლოს საქმეა. ხალხს რომ ვუთხრა, აბა, წამოდით, შევანგრიოთ, რას ნიშნავს, საქეიფოდ ვეპატიჟები, რესტორანში, კონცერტზე თუ სად? არ მგონია, რომ ეს მარტო მელია იყო. მელია გაუშვეს წინა პლანზე“, – განაცხადა ქანთარიამ.