ნუკრი ქანთარია - ცვლილებები საჭიროა, შემდეგი ვინ იქნება, მომდევნო დღეებს დაველოდოთ
ნუკრი ქანთარია - ცვლილებები საჭიროა, შემდეგი ვინ იქნება, მომდევნო დღეებს დაველოდოთ

ვინ იქნება შემდეგი, მომდევნო დღეებს დაველოდოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა გიორგი ქობულიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ცვლილებები არის დროის მოთხოვნა და საჭიროა.

„რეალობაა, რომ მმართველ გუნდში ცვლილებები მოხდეს. ეს ცვლილებები დაიწყო, რასაც მივესალმები. შემდეგი ვინ იქნება, შემდეგ დღეებს დაველოდოთ. ვფიქრობ, ცვლილებები და მეორე სუნთქვის გახსნა თვეების ამბავია. ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, დამფუძნებელი და 2012 წლის შემქმნელი. ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის გვერდის ავლით ასეთი რამ არ ხდება. ცვლილებები საჭიროა და ვინ, როგორ, რანაირად, ამას დრო გვიჩვენებს“, – განაცხადა ქანთარიამ.

გიორგი ქობულიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა, რომელიც მანამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.