ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ქართველი ფალავანი ნუგზარ წურწუმია (55კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალში იგი აზერბაიჯანელ აზიზლისთან უშანსოდ, ანგარიშით 0:8 დამარცხდა. შეგახსენებთ,რომ წურწუმია 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონია.

ხვალ ტურნირზე 63კგ წონით კატეგორიაში ლერი აბულაძე ფინალში იჭიდავებს. ქართველმა ნახევარფინალში ირანელი რეზა ნეჯატი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის სერბ სებასტიან ნადს შეხვდება.

ფინალში გასასვლელად იასპარეზა დღეს ჯონი ხეცურიანმაც (67კგ), მაგრამ ქართველი ფალავანი ოლიმპიურ და მსოფლიოს მომქმედ ჩემპიონთან, ირანელ გერაისთან დამარცხდა. ხეცურიანი ხვალ ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთის იბრძოლებს.