ნუგზარ წიკლაური -  სააკაშვილის მიმართ ჩატარებულია სამხედრო სპეცოპერაცია, არ იყო გაფრთხილებული სახალხო დამცველი, არ იცოდნენ ამის შესახებ ადვოკატებმა, ცხადია, ეს არის უკანონო ქმედება
ნუგზარ წიკლაური - სააკაშვილის მიმართ ჩატარებულია სამხედრო სპეცოპერაცია, არ იყო გაფრთხილებული სახალხო დამცველი, არ იცოდნენ ამის შესახებ ადვოკატებმა, ცხადია, ეს არის უკანონო ქმედება

ჩატარებულია ნამდვილი სამხედრო სპეცოპერაცია ისე რომ არ იყო გაფრთხილებული სახალხო დამცველი, არ იცოდნენ ამის შესახებ ადვოკატებმა, ამიტომ სრულიად ცხადია ეს არის უკანონო ქმედება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბონ.

„სრულიად ცხადია, რომ ეს არის უკანონო ქმედება, პირდაპირი შურისძიება პირდაპირი ვენდეტა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. რაც შეეხება ჩვენ გეგმებს, ყველანი თავისუფლების მოედანზე, ბრძოლა იქნება ბოლომდე და არავითარ შემთხვევაში არ დავუთმობთ ხელისუფლებას, რაც ჩვენთვის არის ყველაფერზე ძვირფასი თავისუფლება ამ ქვეყნის. მოგვპარეს ჩვენი სიცოცხლის 10 წელი, ჩვენ ქვეყანას მოპარეს 10 წლით განვითარების პერსპექტივა. ახლა იპარავენ აწმყოს და უნდათ, მოიპარონ ჩვენი შვილების მომავალი. ამასთან შეგუება არ მოხდება. აქციები იქნება თავისუფლების მოედანზე ქალაქის სხვადასხვა კუთხეში, გეოგრაფიული არეალი იქნება კიდევ უფრო ფართო საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და სოფლებში. გაგრძელდება მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებამდე. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე. ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ იქნება კონსტიტუციის ფარგლებში, მშვიდობიანი ოღონდ იქნება ყველაზე მტკიცე და პრინციპული პროტესტი, რაც აქამდე უნახავს ჩვენს ქვეყანას, არაფერს ისეთს, რაც დააზიანებს ჩვენს მოქალაქეებს, რაც იქნება კანონის საწინააღმდეგო, არაფრის ასეთის გაკეთებას არ გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა წიკლაურმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეების გამო, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.