ნუგზარ წიკლაური - დაველოდოთ გადაწყვეტილებებს, პირადად მე, არ მომინდება, შევუერთდე პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც უპრინციპო ნაბიჯი გადადგეს
ნუგზარ წიკლაური - დაველოდოთ გადაწყვეტილებებს, პირადად მე, არ მომინდება, შევუერთდე პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც უპრინციპო ნაბიჯი გადადგეს

პირადად მე, არ მომინდება, რომ შევუერთდე პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც უპრინციპო ნაბიჯი გადადგეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა პარლამენტში შესვლაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიას საკითხზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

„ჩვენ უნდა დაველოდოთ გადაწყვეტილებებს. შესაძლებელია, განვიხილოთ ასობით ვერსია, რა მოხდება ერთ და მეორე შემთხვევაში. მთავარი არგუმენტები მხარეების მხრიდან წარმოდგენილია. ჩემი უმთავრესი არგუმენტია, რომ ვინაიდან ჩვენს მოქალაქეებს ვეუბნებოდით, ვიდრე არ იქნებოდა ვადამდელი არჩევნები, იქამდე „ნაციონალური მოძრაობა“ არ შევიდოდა პარლამენტში და ვაკრიტიკებდით იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ნაადრევად შევიდნენ საქართველოს პარლამენტში, პირადად მე, არ მომინდება, ახლა შევუერთდე პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც უპრინციპო ნაბიჯი გადადგეს. ჯერ უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული და შემდეგ გვექნება შესაძლებლობა ამ გადაწყვეტილებაზე საუბრის“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.