ნუგზარ წიკლაური - არის გარკვეული წინააღმდეგობრივი მომენტები და ჭიაბერაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მისივე პოლიტიკური ბიოგრაფიიდან გამომდინარე მივიღებთ 
ნუგზარ წიკლაური - არის გარკვეული წინააღმდეგობრივი მომენტები და ჭიაბერაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მისივე პოლიტიკური ბიოგრაფიიდან გამომდინარე მივიღებთ 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ყველა კანდიდატისთვის ერთნაირი რეგულაციებია, მათ შორის ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის.

მისივე თქმით, კენჭისყრამდე ჭიაბერაშვილი უნდა გახდეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და საბჭოს ხუთი წევრის მხარდაჭერა მოიპოვოს.

„ყველა კანდიდატისთვის ერთნაირი რეგულაციებია, მათ შორის ბატონი ზურასთვისაც. ის უნდა გახდეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მოიპოვოს საბჭოს ხუთი წევრის მხარდაჭერა და შემდეგ იყაროს კენჭი. სიმართლე გითხრათ, როგორია მისი შანსები, ამაზე საუბარი დღეს, არ მგონია, სწორი იყოს. მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მისივე პოლიტიკური ბიოგრაფიიდან გამომდინარე. აქ არის გარკვეული წინააღმდეგობრივი მომენტები“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.