ნუგზარ ტატალაშვილს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრებში გადასვლის უფლება არ მისცა
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის წევრი, 81 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილი კვლავ საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს.
ევროპის ორგზის ფინალისტის, ნუგზარ ტატალაშვილის არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გადასვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებმა დასტური არ გააფორმეს და ის კვლავ საქართველოს სახელით იასპარეზებს.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელების განცხადებით, რადგან საქართველოს ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები ტატალაშვილის მოქალაქეობის შეცვლის წინააღმდეგ წავიდნენ, რეაგირებამაც არ დააყოვნა და არც მათ დართეს ნება სპორტსმენს მოქალაქეობა შეეცვალა.