ნუგზარ ტატალაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით იასპარეზებს
პოპულარული ინტერნეტ გამოცემის – „ჯუდოინსაიდის“ მიხედვით, ქართველი მებრძოლი ნუგზარ ტატალაშვილი პირველი სექტემბრიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით იასპარეზებს.
ძიუდოს საერთშორისო ფედერაციამ სპორტსმენის ტრანსფერი უკვე დაადასტურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტატალაშვილმა საემიროები შესაძლოა ბაქოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმოადგინოს.
მოცემულ მომენტში ქართველ სპორტსმენი ფეხის ტრავმის შემდგომ სარეაბილიტაციო პროცესს გადის და არ იღებს მონაწილეობას იაპონიაში გამართულ საწვრთნელ შეკრებაზე. შეთანხმება ორივე ქვეყნის ფედერაციას შორის შედგა და შესაბამისად პროტესტი არც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას გამოუთქვამს. ტატალაშვილს იმის უფლებაც ექნება, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზოს.
საამიროებმა უახლოეს წარსულში სხვა ძლიერი სპორტსმენებიც დაიმატეს. ტატალაშვილს ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი აქვს მოპოვებული და ასევე გახდა სამი გრანპრის გამარჯვებული. იგი 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებში არ იყო.