ნუცუბიძისა და საბურთალოს რამდენიმე ქუჩის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება
ნუცუბიძისა და საბურთალოს რამდენიმე ქუჩის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

ნუცუბიძისა და საბურთალოს რამდენიმე ქუჩის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

„დაგეგმილი სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოზე, ასათიანის №10ა, №12, №14, ვაჟა-ფშაველას 1შ. №7, 1შ. №9, ზაქარიაძის №3, №5, №7, №9, №11, №13, №15, ნუცუბიძის №34, №34-1, №36-1, №36-2, №38, №40, №42-1, №42-2, №44-1, №44-2, №44-3, №46, №48-1, №48-2, №48-3, №50, №53-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 6 ივნისის, 16:30 საათიდან და დასრულდება 18:00 საათისთვის.

ასევე 6 ივნისს 11:00 საათიდან გეგმურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც მოიცავს სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოცვლას, გაზმომარაგება შეუწყდება ვაჟა-ფშაველას III კვარტალში №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №25, №26, №27ა, №27ბ-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 17:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათისთვის.

“შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.

მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის” – აღნიშნულია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” განცხადებაში.