ნუცუბიძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა ისევ დასჭირდეს
ნუცუბიძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა ისევ დასჭირდეს

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა ზვიად დემეტრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანის დროს პაციენტს ორივე ქვემო კიდურის არეში აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები.

„მარცხენა კიდურზე დაზიანებული იყო მუხლქვეშა არტერია, ვენა და კიდეალური ნერვი, ასევე წვივის ძვლების მოტეხილობა. მარჯვენა კიდურზე იყო ერთი ჭრილობა, ამჟამად კიდური თბილია და პაციენტს უტარდება შემდგომი მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში“, – განაცხადა ზვიად დემეტრაძემ.

ექიმი ვერ აკონკრეტებს, რით იყო ჭრილობა მიყენებული. როგორც დემეტრაძე ამბობს, ამპუტაციაზეც იყო საუბარი, მაგრამ ამჟამად კიდური შენარჩუნებულია.

ოპერაცია 2 საათსა და 30 წუთს მიმდინარეობდა. ექიმი არ გამორიცხავს, რომ პაციენტს ქირურგიული ჩარევა კიდევ დასჭირდეს.

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ერთი პირი დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდაზე გამოძიება სისხლის სამქრთლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო – 117-ე, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და 236-ე, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.

შსს-ში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. როგორც პირველ არხს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, მიმდიანრეობს საგამოძიებო მოქმედებები.