თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე დაჭრილ მამაკაცს ოპერაცია უტარდება
თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე დაჭრილ მამაკაცს ოპერაცია უტარდება

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე დაჭრილ მამაკაცს ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება, – ამის შესახებ პირველ არხს რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცს ჭრილობა ქვედა კიდურებში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ერთი პირი დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდაზე გამოძიება სისხლის სამქრთლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო – 117-ე, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და 236-ე, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.

შსს-ში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. როგორც პირველ არხს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, მიმდიანრეობს საგამოძიებო მოქმედებები.