ნუცუბიძის პლატოზე სატვირთო ავტომანქანებით გადაადგილება გარკვეულ საათებში შეიზღუდება

13:34, 02.06.2021

მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობიდან გამომდინარე არსებული სატრანსპორტო შეზღუდვების გამო, ნუცუბიძის პლატოზე მობილობის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, საგზაო მოძრაობის განტვირთვის მიზნით, 3 ივნისიდან, 08:00-12:00 და 17:00-20:00 საათებში ი. ბერიტაშვილის, რ. ჩხიკვაძის (ყოფილი ძოწენიძის ქუჩა), ბ. ჟღენტისა და ე. ბედიას ქუჩებზე სატვირთო ავტომობილებით გადაადგილება შეიზღუდება.

მსგავსი