ნუცუბიძის პლატოს ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება
ნუცუბიძის პლატოს ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ვაკის რაიონში, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის N25, 27, 29 და 31-ე კორპუსების მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელი განაახლა.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში შეიცვალა წყალსადენის 630 მეტრი სიგრძის მონაკვეთი და მოეწყო ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

ახალი ქსელის ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით, კომპანია გადაერთებით სამუშაოებს დღეს განახორციელებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნულ მონაკვეთზე გზის ახალი საფარი მოეწყობა.

კომპანიის ინფორმაციითვე, სამუშაოების მიმდინარეობისას წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, 11 ნოემბერს 14:00 საათიდან 12 ნოემბრის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ვაკის რაიონში – ნუცუბიძის პლატო მე-4 მ/რ-ს, მე-5 მ/რ-ს N1, N2, მე-2 მ/რ-ს მე-3კვარტლის N9-კორპუსს, კაპანელის და ავთო ვარაზის ქუჩებს.

„წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ,  მოკლეტექსტური შეტყობინების სახით მიაწოდებს“, – აცხადებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“.