ნოვაკ ჯოკოვიჩს მენისკზე ოპერაცია ჩაუტარდება, რის გამოც უიმბლდონზე ვერ ითამაშებს #1TVSPORT
მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს პარიზის კლინიკაში მარჯვენა მუხლის მენისკის ოპერაცია ჩაუტარდება, – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ წერს. შეგახსენებთ, რომ სერბი ჩოგბურთელი მეოთხედფინალიდან მოეხსნა როლან გაროსის გათამაშებას, რისი მიზეზიც მუხლის ტრავმა გახდა.
იტყობინებიან, რომ ჯოკოვიჩი, მინიმუმ, სამი კვირა ვერ ივარჯიშებს, რის გამოც ვერ შეძლებს უიმბლდონზე თამაშს, რომელიც 1-14 ივლისს გაიმართება. პარიზის ოლიმპიადაზე მონაწილეობის საკითხი აღდგენის ვადებზე იქნება დამოკიდებული.