ნოვაკ ჯოკოვიჩს ერთთვიანი მკურნალობა ელოდება
ნოვაკ ჯოკოვიჩს ერთთვიანი მკურნალობა ელოდება

მსოფლიოს პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს თითქმის ერთთვიანი მკურნალობა დასჭირდება ბარძაყის გაწყვეტილი კუნთის აღსადგენად.

შეგახსენებთ, რომ სერბმა ჩოგბურთელმა აღნიშნული დაზიანების შესახებ ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრის მატჩის შემდეგ განაცხადა. იმ შეხვედრაში ამერიკელი ტეილორ ფრიტცის წინააღმდეგ ჯოკოვიჩმა ხუთ სეტში მოიგო, შემდეგ კი ტრავმით გააგრძელა თამაში და ფინალამდე მიაღწია, სადაც სამ სეტში დაამარცხა რუსი დანიილ მედვედევი.

გამოცემა Sportklub.rs-ის მონაცემებით, ავსტრალიის ღია პირველობის მსვლელობისას, გაწყვეტილი კუნთის ბზარი 17 მილიმეტრიდან 25 მილიმეტრამდე გაიზარდა.

სერბი ჩოგბურთელი, დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებს დუბაის ტურნირში, რომელიც 14 მარტს დაიწყება.

დატოვე კომენტარი