ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიიდან გაძევების შემდეგ ფსიქოლოგიური და ემოციური პრობლემები ჰქონდა #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიიდან გაძევების შემდეგ ფსიქოლოგიური და ემოციური პრობლემები ჰქონდა #1TVSPORT

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ ფსიქოლოგიურ და ემოციურ პრობლემებს განიცდის იანვარში ავსტრალიიდან დეპორტაციის გამო.

სერბმა ჩოგბურთელმა 2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობა მას შემდეგ გამოტოვა, რაც ქვეყნის მთავრობამ მისი ვიზის ანულირება გადაწყვიტა. სასაზღვრო კონტროლის წარმომადგენლებმა დოკუმენტების გაფორმებაში შეცდომა აღმოაჩინეს და განაცხადეს, რომ ჯოკოვიჩმა ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები კორონავირუსუს ვაქცინაციაზე უარის თქმის გამო.

„მეგონა, რომ ამას გავუმკლავდებოდი. მაგრამ მომდევნო თვეებში ვიგრძენი საკუთარ თავზე ემოციური და ფსიქოლოგიური შედეგი იმისა, რაც იქ ხდებიდა. ბოლო რამდენიმე კვირაა, თანდათან გამოვდივარ ამ სიტუაციიდან, ვცდილობ წინ ვიარო და გადავაქციო ეს საწვავი დადებით ენერგიად.

ეს იყო სიტუაცია თუ გარემოება, რასაც ადრე არასოდეს გადავყრივარ. ტურში გატარებული წლებიდან გამომდინარე, მეგონა, რომ საკმარისი გამოცდილება მქონდა. მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის. ამიტომაც ამან იქონია ჩემზე გავლენა, უფრო ემოციურად და ფსიქოლოგიურად, ვიდრე ფიზიკურად“, – მოჰყავს ჯოკოვიჩის სიტყვები გაზეთ Express-ს.