ნოვაკ ჯოკოვიჩმა თავის საფეხბურთო სიმპათიებზე ილაპარაკა #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩმა თავის საფეხბურთო სიმპათიებზე ილაპარაკა #1TVSPORT

„დიდი სლემის“ ტურნირების 21-გზის ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიური ტელევიზიის ეთერში ფეხბურთის შესახებ კითხვებს უპასუხა.

– ფეხბურთელი რომ ყოფილიყავით, რომელ კლუბში ითამაშებდით?

– ეს იქნებოდა ჩემი საშინაო კლუბი „ცრვენა ზვეზდა“ ან… „მილანი“.

– რომელ პოზიციაზე ითამაშებდით?

– სავარაუდოდ, მარცხენა ფორვარდი ვიქნებოდი. ჩვეულებრივ, მარცხენა ფეხით ვიწყებ სიარულს. დიდი ალბათობით, ჩემი მოვალეობა პასების მიცემა იქნებოდა.

– რამდენ წითელ ბარათს მიიღებდით?

– სიმულაციისთვის თუ ფეხებში ვარდნებისთვის? ერთიც და მეორეც კარგია. არ ვიცი. მოდით, ვივარაუდოთ – 33.

– 33? ოჰო, ბევრია.

– დიახ, აგრესიულად ვითამაშებდი. რატომაც არა.

– რომელ ფეხბურთელთან ერთად ისურვებდი თამაშს?

– ეს რთული შეკითხვაა. არ შემიძლია ერთის არჩევა. იბრაჰიმოვიჩი ჩემი ახლო მეგობარია, სიამოვნებით ვითამაშებდი მასთან ერთად. ცხადია, მესისთან და კრიშტიანო რონალდოსთან. უფრო ხანდაზმულებზე თუ ვილაპარაკებთ, ეს იქნება ბატისტუტა.