ნოვაკ ჯოკოვიჩმა სეზონში პირველი მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩმა სეზონში პირველი მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა 2022 წლის სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა. სერბმა ჩოგბურთელმა დუბაის ტურნირის პირველ წრეში საათსა და 15 წუთში დაამარცხა იტალიელი ლორენცო მუზეტი – 6:3, 6:3.

ჯოკოვიჩმა მთელი მატჩის განმავლობაში ოთხი ბრეიკპოინტი გამოიმუშავა და სამი შანსი გამოიყენა. სხვათა შორის, მუზეტის მეტოქეზე უფრო მეტი ბრეიკპოინტი დაუგროვდა, მაგრამ შვიდიდან ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა.

მეორე წრეში ჯოკოვიჩის მეტოქე სამშაბათს გაირკვევა ავსტრალიელი ალექს დე მინორისა და რუსი კარენ ხაჩანოვის შეხვედრაში.