ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში მერვედ წელი რეიტინგის პირველ ნომრად დაასრულა #1TVSPORT
ტურინში პროფესიონალ ჩოგბურთელ მამაკაცთა შორის წლის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყო. შეჯიბრებაზე თავისი პირველი შეხვედრა მოიგო ნოვაკ ჯოკოვიჩმა. სერბმა ჩოგბურთელმა ჰოლგერ რუნე სამ სეტში დაამარცხა და ამ გამარჯვებით 2023 წლის რეიტინგის პირველ ნომრად დასრულება ოფიციალურად გაიფორმა.
ჯოკოვიჩმა კალენდარული წლის პირველ ნომრად დასრულება კარიერაში მერვედ მოახერხა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია მამაკაც ჩოგუბრთელებს შორის.
მეორე ადგილზე ამ მაჩვენებლით პიტ სამპრასია, რომელმაც ექვსჯერ მოახერხა რეიტინგის სავეში ყოფნა წლის ბოლოსთვის, ხოლო მესამე ადგილს როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი და ჯიმი კონორსი იყოფენ. ისინი ხუთჯერ იყვნენ პირველი ნომრები წლის დასასრულს.
რუნესთან გამარჯვებით ისიც გაირკვა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდება პირველი ჩოგბურთელი, რომელიც 400 კვირის მანძილზე იქნება ATP-ის სათავეში, ეს 20 ნოემბერს მოხდება.
2023 წელს სერბმა ჩოგბურთელმა ექვსი ტიტული მოიგო, მათ შორის სამი დიდი სლემის ტურნირი. საერთო ჯამში კი 52 მატჩი დაასრულა გამარჯვებით, ხოლო ხუთჯერ დამარცხდა.