ნოვაკ ჯოკოვიჩმა დიდი სლემის ტურნირებზე 370-ე გამარჯვებით რეკორდი დაამყარა #1TVSPORT
როლან გაროსის მერვედფინალში სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა იტალიელი ფრანსისკო ჩერუნდოლო დრამატულ ხუთსეტიან შეხვედრაში დაამარცხა – 6:1, 5:7, 3:6, 7:5, 6:3.
37 წლის ჩოგბურთელისთვის ეს მოგება სარეკორდო იყო. დიდი სლემის ტურნირებზე ჯოკოვიჩს 370 გამარჯვება დაუგროვდა, რითიც როჯერ ფედერერის რეკორდი გააუმჯობესა. შვეიცარიელს 369 გამარჯვება ჰქონდა.
სერბი კარიერაში 59-ედ გავიდა დიდი სლემის მეოთხედფინალში, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია. მისი მეტოქე მომდევნო ეტაპზე ნორვეგიელი კასპერ რუუდი იქნება.
შეგახსენებთ, რომ კარიერის განმავლობაში ჯოკოვიჩმა 24-ჯერ მოიგო დიდი სლემი. უახლოესმა მდევარმა, რაფაელ ნადალმა კი 22 ტიტული დააგროვა.