ნოვაკ ჯოკოვიჩმა ანდრე აგასი დაითხოვა
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ანდრე აგასი დაითხოვა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამერიკელ მწვრთნელთან ანდრე აგასისთან თანამშრომლობა შეწყვიტა. როგორც ESPN წერს, ჯოკოვიჩი და აგასი ხშირად არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს ვარჯიშების მეთოდიკის საკითხებში.

სერბმა ჩოგბურთელმა და ამერიკელმა მწვრთნელმა თანამშრომლობის დაწყების შესახებ 2017 წლის მაისში გამოაცხადეს. გასული სეზონის ბოლოს, ჯოკოვიჩის გუნდს, აგრეთვე, ჩეხი რადეკ შტეპანეკი შეემატა.

სერბი ჩოგბურთელი ოპტიმალური ფორმის დაბრუნებას ცდილობს, მაგრამ ამ მომენტისთვის ზედიზედ სამი წაგება აქვს პროფესიულ ტურში.