ნოვაკ ჯოკოვიჩის მამამ ავსტრალიის ღიას ხელმძღვანელთა პოზიციას ვაქცინაციის შესახებ შანტაჟი უწოდა #1TVSPORT
მსოფლიოს პირველი ჩოგანის ნოვაკ ჯოკოვიჩის მამამ სდრიან ჯოკოვიჩმა აღშფოთება გამოთქვა ავსტრალიის ღია პირველობაზე კორონავირუსისგან აუცილებელი ვაქცინაციის გამო.
„ვაქცინაცია ან მასზე უარის თქმა – თითოეულის პირადი საქმეა. ასეთი შანტაჟის პირობებსა და ასეთ სიტუაციაში ნოვაკი, სავარაუდოდ, არ ითამაშებს ავსტრალიის ღია პირველობაზე. მე მის ადგილას არ ვითამაშებდი, მაგრამ ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას“, – თქვა სერბულ პრესასთან ინტერვიუში უფროსმა ჯოკოვიჩმა.
ავსტრალიის ღია პირველობა 2022 წლის 17-30 იანვარს გაიმართება.