ნოვაკ ჯოკოვიჩი როლან გაროსს დაემშვიდობა
ნოვაკ ჯოკოვიჩი როლან გაროსს დაემშვიდობა

ყველა ელოდა, რომ როლან გაროსის კაცების ტურნირის მეორე ნახევარფინალისტი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდებოდა, მაგრამ სერბმა სენსაციურად წააგო მსოფლიოს 72-ე ნომერთან, იტალიელ მარკო ჩეკინატოსთან.

პირველი სეტის ერთადერთი ბრეიკით მოგების შემდეგ, ჩეკინატომ მეორეში სამი სეტბოლი მოიგერია და ტაი-ბრეიკზე აიღო მეორე პარტია. ამის შემდეგ, ჯოკოვიჩმა სერიოზულად მოჰკიდა საქმეს ხელი, მესამე სეტი 6:1 მოიგო და მეოთხეში 4:1 დაწინაურდა. თითქოს, მეხუთე პარტია გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ჩეკინატომ ჯერ უკუბრეიკი შეასრულა, შემდეგ კი დრამატულ ტაი-ბრეიკზე სამი სეტბოლი მოიგერია და მეოთხე მატჩბოლზე კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია – 6:3, 7:6(4), 1:6, 7:6(11).

აღსანიშნავია, რომ ამ როლან გაროსამდე ჩეკინატოს “დიდი სლემის” ტურნირებზე მატჩი არ ჰქონდა მოგებული.