ნოვაკ ჯოკოვიჩი „როლან გაროსის“ პირველი წრის შემდეგ - ჩემი თავით კმაყოფილი ვარ
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელიც „როლან გაროსის“ მეორე წრეში გავიდა, პირველ წრეში საკუთარ მეტოქეს მაღალი შეფასება მისცა. ჯოკოვიჩმა პოლონელი ჰუბერტ ხურკაჩი სამ სეტში დაამარცხა.
„მე მომწონს, რომ პირველსავე წრეში ძალიან კარგი მოწინააღმდეგე შემხვდა, ეს მყისიერად განმაწყობს ბევრი მუშაობისთვის და კონცენტრაციისთვისაც საუკეთესოა. თავიდანვე მოტივირებული და მობილიზებული ვარ. ხურკაჩთან აქამდე არასოდეს მითამაშია, მაგრამ ვიცოდი, რომ ძალიან საშიში მოთამაშეა, თუ საკუთარი თამაშის საშუალებას მისცემ. მე ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშე და ყველაფერი გავაკეთე მარტივად მოსაგებად. ჩემი თავით კმაყოფილი ვარ“, – ციტირებს ჯოკოვოჩს ATP-ის პრესსამსახური.
მეორე წრეში 32 წლის ჯოკოვიჩის მეტოქე შვეიცარიელი ანრი ლაკსონენი იქნება.