ნოვაკ ჯოკოვიჩი როლან გაროსის გათამაშებიდან ტრავმის გამო მოეხსნა #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩი როლან გაროსის 2024 წლის გათამაშებას ტრავმის გამო მოეხსნა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა დაზიანება ტურნირის მერვედფინალში, იტალიელ ჩერუნდოლოსთან მატჩის დროს მიიღო.
ჯოკოვიჩმა სამედიცინო ტაიმაუტი მეორე სეტის დაწყებისას მოითხოვა. ტკივილის მიუხედავად, თამაში გააგრძელა და მეტოქე ხუთ სეტში დაამარცხა. თუმცა დაზიანების გამო ის ტურნირზე ასპარეზობას ვეღარ შეძლებს.
მეოთხედფინალში დიდი სლემის 24-გზის ჩემპიონის მეტოქე ნორვეგიელი კასპერ რუუდი უნდა ყოფილიყო, რომელიც ნახევარფინალის საგზურს ავტომატურად მიიღებს, ხოლო ფინალში გასასვლელად ალექსანდრ ზვერევსა და ალექს დე მინაურს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
სერბი მსოფლიო რეიტინგში პირველობასაც დაკარგავს, პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა ტურს სათავეში იტალიელი იანიკ სინერი ჩაუდგება.