ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველად, 2010 წლის შემდეგ​, ტოპ-ათეულის მიღმა დარჩა
ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველად, 2010 წლის შემდეგ​, ტოპ-ათეულის მიღმა დარჩა

ახალი რეიტინგის თანახმად, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP-ის კლასიფიკაციის პირველი ათეულის მიღმა აღმოჩნდება. ასეთი რამ პირველად მოხდება 2010 წლის მარტის შემდეგ.

ათეულში ჯოკოვიჩის ადგილს არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაიკავებს, რომელმაც ამ კვირას, პარიზის “მასტერსზე” მეოთხედფინალამდე მიაღწია.

ახალი რეიტინგი სწორედ ამ ტურნირის დასრულების შემდეგ შედგება.
შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩი ტრავმის გამო ივლისის შემდეგ არ თამაშობს. მისი ბოლო ტურნირი უიმბლდონი იყო, რომელშიც სერბმა მეოთხედფინალამდე მიაღწია.​