ნოვაკ ჯოკოვიჩი - ნადალი, ფედერერი და კირგიოსი ავსტრალიის ფავორიტები არიან
ნოვაკ ჯოკოვიჩი - ნადალი, ფედერერი და კირგიოსი ავსტრალიის ფავორიტები არიან

ავსტრალიის ღია პირველობის ექვსგზის ჩემპიონმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მომავალი ტურნირის ფავორიტები დაასახელა.

„იმის გათვალისწინებით, როგორ ჩაატარეს გასული სეზონი, ნადალი და ფედერერი ფავორიტები არიან, მით უმეტეს, შარშან, სწორედ მათ ითამაშეს ფინალი, თუმცა, საკითხი ღიად რჩება.

ნიკ კირგიოსი ბრწყინვალე ფორმაშია. ის ადგილობრივების ფავორიტია. ავსტრალიელებს აქ ყოველთვის დიდი მხარდაჭერა აქვთ. ტანასი კოკინაკისიც კარგი ჩოგბურთელია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
რა თქმა უნდა, შევეცდები, გავაუმჯობესო ჩემი თამაშის ასპექტები ავსტრალიის ღია პირველობის წინ. იმედი მაქვს, 100 პროცენტით ვიქნები მზად”, – განუცხადა ჯოკოვიჩმა Tennis World USA-ს.

სერბს 2017 წლის ივლისის შემდეგ ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.

ავსტრალიის ღია პირველობა 15 იანვარს გაიმართება.