ნოვაკ ჯოკოვიჩი კარიერის დასრულებაზე - ჩემს გუნდში ეს აკრძალული თემაა #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩი კარიერის დასრულებაზე - ჩემს გუნდში ეს აკრძალული თემაა #1TVSPORT

„დიდი სლემის“ ტურნირების 21-გზის ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ილაპარაკა იმის შესახებ, როდის აქვს გადაწყვეტილი კარიერის დასრულება. მაისში მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს 35 წელი შეუსრულდა.

„მე არ ვაქცევ საკუთარ თავს ჩარჩოებში იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ხანს ვითამაშებ პროფესიულ დონეზე. არ მინდა ამგვარი საზღვრების დაწესება და არ მინდა, რომ ვიღაცამ ეს ჩემს ნაცვლად გააკეთოს. ჩემს გუნდში იციან, რომ ეს აკრძალული თემაა. არ შეიძლება ჩემთვის ასეთი კითხვის დასმა – კიდევ რამდენი ხანი ვაპირებ თამაშს. და არც ვინმეს მიერ საკუთარი აზრის მოხვევა არ შეიძლება. მე თავად ვიღებ გადაწყვეტილებას. და, რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელო თამაში, განსაკუთრებით, თუ მე ისევ შემიძლია „დიდი სლემის“ ტურნირების მოგება“, – განაცხადა ჯოკოვიჩმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ უიმბლდონის ფინალში ავსტრალიელი ნიკ კირგიოსი ოთხ სეტში დაამარცხა.