ჯოკოვიჩი მაიამის მასტერსს გამოტოვებს #1TVSPORT
ჯოკოვიჩი მაიამის მასტერსს გამოტოვებს #1TVSPORT

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადი გამოიტანა მაიამის მასტერსიდან, რომელიც 20-31 მარტს გაიმართება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა საშა ოზმომ.

ბოლოს სერბმა ჩოგბურთელმა მაიამის მასტერსზე 2019 წელს ითამაშა. ამის შემდეგ მას ხელი შეუშალა კორონავირუსის პანდემიამ და ვაქცინაციაზე უარის თქმამ, რის გამოც ამერიკის შეერთებულ შტატებში არ უშვებდნენ.

ახლა ჯოკოვიჩი ევროპაში დაბრუნდება და გრუნტის ტურნირებისთვის მოემზადება.

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩმა ამ კვირას მიმდინარე ინდიან უელსის მასტერსზე მესამე წრეში წააგო „ლაკი ლუზერთან“, მსოფლიოს 123-ე ჩოგანთან, ლუკა ნარდისთან.