ავსტრალიაში მიმდინარე პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის თასზე (ATP Cup) ერთი ფინალისტი ნაკრები უკვე გამოვლინდა. სერბეთის ეროვნულმა გუნდმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ფინალში იასპარეზებს. ბალკანელები ესპანეთისა და ავსტარლიის გუნდებს შორის გამარჯვებულს შეხვდებისნ.
ნახევარფინალური დაპირისპირების პირველ მატჩში სერბეთის ნაკრებიდან პირველ შეხვედრაში დუშან ლაოვიჩმა იასპარეზდა და ყველასთვის მოულოდნელად რუსი კარენ ხაჩანოვი ორ სეტში, ანგარიშით 7:5, 7:6 დაამარცხა.
მეორე შეხვედრაში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვიჩის გამარჯვების შემთხვევაში, სერბეთი ფინალურ საგზურს მოიპოვებდა. სერბეთის ნაკრების პირველმა ნომერმა თანაგუნდელებს იმედები არ გაუცრუა და რუსი დანილ მედვედევი სამ სეტში, დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 6:1, 5:7, 6:4 დაამარცხა.
წყვილთა შეხვედრა უკვე ფორმალობას ჭარმოადგენდა, მაგრამ იქაც ბალკანელებმა იმარჯვეს და დამსახურებულად გავიდნენ ფინალში.