ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP Cup-ის ფინალშია

12:39, 11.01.2020
Serbia's Novak Djokovic (R) celebrates after winning against Greece's Stefanos Tsitsipas during their men's singles quarter-final tennis match at the ATP World Tour Masters 1000 - Rolex Paris Masters - indoor tennis tournament at The AccorHotels Arena in Paris on November 1, 2019. (Photo by Christophe ARCHAMBAULT / AFP) (Photo by CHRISTOPHE ARCHAMBAULT/AFP via Getty Images)

ავსტრალიაში მიმდინარე პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის თასზე (ATP Cup) ერთი ფინალისტი ნაკრები უკვე გამოვლინდა. სერბეთის ეროვნულმა გუნდმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ფინალში იასპარეზებს. ბალკანელები ესპანეთისა და ავსტარლიის გუნდებს შორის გამარჯვებულს შეხვდებისნ.

ნახევარფინალური დაპირისპირების პირველ მატჩში სერბეთის ნაკრებიდან პირველ შეხვედრაში დუშან ლაოვიჩმა იასპარეზდა და ყველასთვის მოულოდნელად რუსი კარენ ხაჩანოვი ორ სეტში, ანგარიშით 7:5, 7:6 დაამარცხა.

მეორე შეხვედრაში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვიჩის გამარჯვების შემთხვევაში, სერბეთი ფინალურ საგზურს მოიპოვებდა. სერბეთის ნაკრების პირველმა ნომერმა თანაგუნდელებს იმედები არ გაუცრუა და რუსი დანილ მედვედევი სამ სეტში, დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 6:1, 5:7, 6:4 დაამარცხა.

წყვილთა შეხვედრა უკვე ფორმალობას ჭარმოადგენდა, მაგრამ იქაც ბალკანელებმა იმარჯვეს და  დამსახურებულად გავიდნენ ფინალში.

მსგავსი