„ნოტინგემ ფორესტმა“ მთავარ მწვრთნელად ოლივერ გლასნერი დანიშნა #1TVSPORT
ინგლისურმა „ნოტინგემ ფორესტმა“ გუნდის ახალ მწვრთნელად ოლივერ გლასნერის დანიშვნა ოფიციალურად გამოაცხადა. 51 წლის ავსტრიელმა სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და გუნდს 2029 წლის ივნისამდე უხელმძღვანელებს.
გლასნერი „ნოტინგემს“ „კრისტალ პალასში“ გატარებული უაღრესად წარმატებული პერიოდის შემდეგ შეუერთდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიპოვა ლონდონურმა გუნდმა თავისი პირველი ისტორიული ტიტულები – ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის სუპერთასი (Community Shield) და უეფა-ს კონფერენს ლიგა. ამას გარდა, 2021/22 წლების სეზონში ავსტრიელმა სპეციალისტმა ფრანკფურტის „აინტრახტს“ ევროპა ლიგა მოაგებინა.
წარსულში, თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, მას ასევე გაწვრთნილი ჰყავს „ლასკი“ და „ვოლფსბურგი“.