ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა 3 მაისიდან 17 მაისამდე ჩატარდება
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა 3 მაისიდან 17 მაისამდე ჩატარდება

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა 2018 წლის 3 მაისიდან 2018 წლის 17 მაისამდე ჩატარდება, – ამის შესახებ ბრძანება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამოსცა.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტესტირების ფორმით ტარდება და ორ ეტაპს მოიცავს. კერძოდ, ზოგადი უნარ-ჩვევები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები);  პროფესიული ნაწილი.

იუსტიციის მინისტრის ბრძანების თანახმად ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღებისა და დადგენილ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის შემოწმების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უნდა უზრუნველყოს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის სამდივნოს შექმნა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასატარებლად აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელსაც ხელს თეა წულუკიანი აწერს, ბრძანების გამოცემის დღესვე საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.