ნორვეგიული მედია - უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „მისტრალი“ გადაეცემა
ნორვეგიული მედია - უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „მისტრალი“ გადაეცემა

ნორვეგიული მედიის ცნობით, უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „მისტრალი“ გადაეცემა. როგორც ნორვეგიული მედია იუწყება, შესაბამისი განცხადება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.

ბირონ არილდ გრამის განცხადებით, აღნიშნული შეიარაღება ეფექტურია, რომელსაც უკვე იყენებდნენ ფლოტში და უკრაინას ის დიდ სარგებელს მოუტანს.

ნორვეგიული მედიის ცნობით, საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „მისტრალიდან“ დაახლოებით 100 რაკეტის გაშვებაა შესაძლებელი. ამ შეიარაღებას ნორვეგიულ მსუბუქ სამხედრო ხომალდებში – კორვეტებში იყენებენ.