ნორვეგიული ავიახაზების თვითმფრინავი ბორტზე ბომბის შესაძლო არსებობის გამო, სტოკჰოლმის აეროპორტში დაბრუნდა
ნორვეგიული ავიახაზების თვითმფრინავი ბორტზე ბომბის შესაძლო არსებობის გამო, სტოკჰოლმის აეროპორტში დააბრუნეს. ამის შესახებ „როიტერი“ ავიაკომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 169 მგზავრი იმყოფებოდა საფრანგეთში, ნიცას მიმართულებით მიფრინავდა.
სტოკჰოლმში, არლანდას საერთაშორისო აეროპორტში ამჟამად პოლიციის რამდენიმე ჯგუფი იმყოფება. თუმცა სამართალდამცავ უწყებას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.