ნორვეგის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში შეზღუდვები სულ მცირე სამი კვირით უნდა გახანგრძლივდეს
ნორვეგის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში შეზღუდვები სულ მცირე სამი კვირით უნდა გახანგრძლივდეს

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ ერნა სოლბერგის განცხადებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო შეზღუდვები სულ მცირე სამი კვირით უნდა გახანგრძლივდეს.

ევროპის ქვეყნები პანდემიის გავრცელებას ებრძვიან, ხოლო ადამიანებს შობისა და ახალი წლის აღნიშვნა სურთ.

„გვირაბის ბოლოში სინათლე ჩანს. ჩვენ უნდა გავუძლოთ“, – განაცხადა სოლბერგმა.

მისი თქმით, მოწყვლადი ჯგუფებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მომდევნო წლის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი, თუკი წლის ბოლომდე ევროპის ჯანდაცვის ორგანოები დაამტკიცებენ.

ნორვეგია, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ევროკავშირის მიერ შეძენილ ვაქცინას შვედეთის მეშვეობით მიიღებს. შვედეთი საჭიროზე მეტი ვაქცინის შეძენას გეგმავს, რომელსაც შემდგომ ნორვეგია იყიდის.

ქვეყნის დედაქალაქში თეატრები, საცურაო აუზები, სპორტული დარბაზები 6 ნოემბრიდან დახურულია.