ნორვეგიის თევზის მეურნეობის მინისტრმა ირანში გატარებული შვებულების გამო, თანამდებობა დატოვა
ნორვეგიის თევზის მეურნეობის მინისტრმა ირანში გატარებული შვებულების გამო, თანამდებობა დატოვა

ნორვეგიის თევზის მეურნეობის მინისტრმა ირანში გატარებული შვებულების შემდეგ თანამდებობა დატოვა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პერ სანდბერგმა დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ხელმძღვანელობა წინასწარ არ გააფრთხილა, რითაც უსაფრთხოების ნორმები დაარღვია და ირანში ყოფნის შესახებ პროტოკოლს მხოლოდ ჩასვლიდან ორი დღის შემდეგ აცნობა.

პერ სანდბერგი თეირანში გასულ თვეს, ირანული წარმოშობის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, უკვე ყოფილმა მინისტრმა კიდევ ერთი ნორმა დაარღვია და ირანში თან სამინისტროს კუთვნილი ტელეფონიც წაიღო. მობილურ ტელეფონს ახლა ნორვეგიის უსაფრთხოების სამსახური ამოწმებს.