ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი- ნორვეგია რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო შეშფოთებულია
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი- ნორვეგია რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო შეშფოთებულია

ნორვეგია რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ განცხადება სამეფოს თავდაცვის მინისტრმა პენტაგონში, თავის ამერიკელ კოლეგა ჯეიმს მეტისთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

ფრანკ ბეკე-ენსენმა აღნიშნა, რომ ნორვეგია ყურადღებით აკვირდება რეგიონში რუსეთის აგრესიულ ქცევას და შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის სამხედრო პოტენციალის ზრდის გამო.
“ნორვეგია აღნიშნავს რუსეთის მზარდ აგრესიულ ქცევას. მათ რამდენჯერმე მოახდინეს საჰაერო თავდასხმის სტიმულირება ჩვენს საზღვრებთან. ამ ქმედებებს ყურადღებით ვადევნებთ თვალს“ – განცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა.

თავის მხრივ, ჯეიმს მეტისმა ნორვეგიას მოუწოდა, გაზარდოს სამხედრო ხარჯები და მადლობა გადაუხადა სამეფოს ხელისუფლებას, რომ მას მსოფლიოში მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საკუთარი წვლილი მუდმივად შეაქვს