ნორვეგიის საგარეო უწყება – რეპრესიული კანონები და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება კიდევ უფრო ამცირებს ნდობას საქართველოს არჩევნების მიმართ
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში 4 ოქტომბრის არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ნორვეგიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ „საქართველოს დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა“.
„ეუთო/ოდირი ადგილობრივ არჩევნებს ვერ აკვირდება, რეკომენდაციები გათვალისწინებული არ არის. ხდება ძალადობის სამწუხარო გამოყენება. რეპრესიული კანონები და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება კიდევ უფრო ამცირებს ნდობას საქართველოს არჩევნების მიმართ“, – აღნიშნულია სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
A sad day for democracy in Georgia. OSCE/ODIHR unable to observe local elections, recommendations unaddressed. Regrettable use of violence.
Repressive laws and jailing opposition leaders further undermine trust in Georgia’s elections. pic.twitter.com/q2xf4ztG4j
— Norway MFA (@NorwayMFA) October 5, 2025