ნორვეგიის საგარეო უწყება – მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-18 დღე, მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ
მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-18 დღე, მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ, – ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს.
ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობა მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართული მკაცრი ზომების მხოლოდ ერთი მაგალითია.
„ცნობილი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-18 დღე. მისი დაუსაბუთებელი წინასწარი პატიმრობა მედიის წარმომადგენლების, აქტივისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული მკაცრი ზომების მხოლოდ ერთი მაგალითია. მოვუწოდებთ მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ“, – წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
Georgia 🇬🇪:
Day 18 of renowned journalist Mzia Amaghlobeli’s hunger strike. The unjustified pre-trial detention is but one example of the harsh crackdown on media representatives, activists and protesters.We urge Mzia’s immediate release. pic.twitter.com/lf3NSHr2cG
— Norway MFA (@NorwayMFA) January 29, 2025