ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური აგენტების“ კანონზე ვეტოს დაძლევა მკაფიო სიგნალია, ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის მთავარი პრიორიტეტი მთავრობისთვის
„ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური აგენტების კანონზე“ ვეტოს დაძლევა არის მკაფიო სიგნალი: ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის მთავარი პრიორიტეტი მთავრობისთვის, – ამის შესახებ აღნიშნულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ნორვეგია დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროპული მომავლის სურვილში.
„ვიმედოვნებთ, ვიხილავთ საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიების ოჯახში გაწევრიანებას. ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მათი ქვეყნისთვის ევროპული მომავლის სურვილში“, – ნათქვამია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
Georgian Dream’s overruling of veto on “foreign agents law” a clear signal: EU integration not a key priority for the gov’t. We hope to see Georgia join the European family of independent democracies & stand by the 🇬🇪people in their wish for a European future for their country pic.twitter.com/0DuqE2fcRj
— Norway MFA (@NorwayMFA) May 28, 2024