ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების ახალი რეპრესიული ინსტრუმენტებით
ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების ახალი რეპრესიული ინსტრუმენტებით, – ამის შესახებ აღნიშნულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ „იქსზე“ გამოქვეყნდა.
„ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების ახალი რეპრესიული ინსტრუმენტებით, მათ შორის უცხოელი აგენტების კანონპროექტით და ინიციატივებით, რომლებიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საშუალებას იძლევა. გამოხატვის თავისუფლების შელახვით, სამოქალაქო სივრცისა და პოლიტიკური პლურალიზმის დემონტაჟით, ეს ზღუდავს ქართულ დემოკრატიას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
Norway is alarmed by Georgian authorities’ new repressive tools, including foreign agents bill and initiatives that enables banning of opposition parties.
This curtails Georgian democracy by undermining freedom of expression, dismantling civic space and political pluralism.
— Norway MFA (@NorwayMFA) April 3, 2025