ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ნორვეგია ღრმად შეშფოთებულია „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებით, რაც მას სახელმწიფო კონტროლის მექანიზმად აქცევს
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ნორვეგია ღრმად შეშფოთებულია „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით, რაც მას სახელმწიფო კონტროლის მექანიზმად აქცევს და ძირს გამოუთხრის ქართული სამოქალაქო საზოგადოების ავტონომიურობასა და დამოუკიდებლობას. ჩვენ მოვუწოდებთ ამ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით, 80 ხმით მხარი დაუჭირა.
Norway is deeply concerned by the amendments to Georgia’s Law on Grants, turning it into a mechanism of state control that will undermine the autonomy and independence of Georgian civil society.
We urge reversal. pic.twitter.com/NjW1DbzqEK
— Norway MFA (@NorwayMFA) April 16, 2025