ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი – შეშფოთებული ვარ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას
შეშფოთებული ვარ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას, – ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბარტ აიდემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარეკებები დემოკრატიული რეფორმის მთავარი მექანიზმია.
„ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით. ვწუხვარ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, რაც დემოკრატიული რეფორმის მთავარი მექანიზმია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას“, – წერს სოციალურ ქსელში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
I’m deeply disturbed by the use of brutal force against peaceful protesters & media workers in Georgia.
I regret the Georgian government’s decision to halt efforts for EU accession, a main vehicle for 🇬🇪 democracy reform.
We support the people’s will for a European path.
— Espen Barth Eide (@EspenBarthEide) November 29, 2024