ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ნორვეგია უკრაინის ძალიან მტკიცე და ძლიერი მოკავშირეა, თუმცა ეს იგივე არ არის, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობა

21:45, 26.05.2026
BRUSSELS, BELGIUM - APRIL 20: Norwegian Minister of Foreign Affairs Espen Barth Eide talks to media ahead of the Ad Hoc Liaison Committee ministerial meeting in the Berlaymont Building, the EU Commission headquarter on April 20, 2026 in Brussels, Belgium. They will talk about the international support for a two-state solution and Norway's diplomatic steps toward recognizing a Palestinian state. They also called for accelerated UN and donor assistance to strengthen Palestinian institutions and address the humanitarian emergency. (Photo by Thierry Monasse/Getty Images)

ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ. ნამდვილი შუამავლობა, შესაძლოა, იტვირთოს ადამიანმა, რომელიც საკუთარ თავს ამ ორ ქვეყანას შორის ხედავს, – ასე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე „პოლიტიკოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის წარმომადგენლად ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურა განიხილება.

ესპენ ბარტ ეიდეს თქმით, არ აქვს ინფორმაცია, საიდან გაჩნდა ეს იდეა და აღნიშნა, რომ მას საკუთარი კანდიდატურა არ წარუდგენია.

„ჩემი სახელი რამდენიმე სხვა კანდიდატთან ერთად ახსენეს. არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია. გულწრფელად რომ ვთქვა, ვფიქრობ, ნორვეგია უკრაინის ძალიან მტკიცე და ძლიერი მოკავშირეა. ეს კი იგივე არ არის, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობა. ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ. ნამდვილი შუამავლობა, შესაძლოა, იტვირთოს ვინმემ, ვინც საკუთარ თავს ამ ორ ქვეყანას შორის ხედავს.

ცალკე არსებობს სხვა დისკუსიაც და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. საუბარია იმაზე, რომ ვიღაცამ ევროპის სახელით ილაპარაკოს, თუმცა ეს იგივე არ არის, რაც მედიაცია. ეს უფრო ევროპის ხმის მოლაპარაკებების მაგიდამდე მიტანის გზაა, რადგან ის, თუ როგორ და როდის დასრულდება ეს ომი, როგორი იქნება მისი დასასრული და როგორი გახდება ევროპა ამის შემდეგ – ეს ასევე ის საკითხებია, რომლებიც პირდაპირ ეხება ევროპას“, – აღნიშნა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, „პოლიტიკომ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიუსელში რუსეთისა და უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის წარმომადგენლად გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგისა და ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის კანდიდატურებს განიხილავენ. გამოცემის ცნობით, კანდიდატებს შორის ასევე განიხილებიან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი კაია კალასი და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე.

მსგავსი