ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დაუსაბუთებელია დონალდ ტრამპის განცხადება, სადაც მან ვოლოდიმირ ზელენსკი დიქტატორად მოიხსენია
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე დაუსაბუთებლად მიიჩნევს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა.
„ვფიქრობ, ეს სრულიად დაუსაბუთებელია. ის არის საყოველთაოდ, დიდი უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც სრულმასშტაბიანმა ომმა თავისი ვადის შუაში მოუსწრო“, – განაცხადა იონას გარ სტიორემ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი არის დიქტატორი არჩევნების გარეშე და მან სწრაფად უნდა იმოქმედოს, თორემ ქვეყანა აღარ დარჩება. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს.