ნორვეგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფიქრობს, რომ იოჰანეს ბოს მსოფლიო თასის მოგების კარგი შანსი აქვს
ნორვეგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბიატლონში, ეგილ კრისტიანსენი ფიქრობს, რომ იოჰანეს ბოს საერთო ჩათვლაში წლევანდელი მსოფლიო თასის მოგება შეუძლია.
25 წლის ნორვეგიელი მიმდინარე სეზონში 428 ქულით ჯერჯერობით პირველ ადგილზეა.
„ახლა ბო სწორ გზაზე იმყოფება“, – მოჰყავს კრისტიანსენის სიტყვები NRK-ს. – „მან შემარცხვინა ჩემი სიტყვების გამო, რომელიც მე იოჰანესის ცუდ ფორმაზე სეზონის დასაწყისში ვილაპარაკე, მაგრამ ახლა ამაზე კარგი არაფერია. შანსები საერთო ჩათვლაში გამარჯვებაზე დიდია“.
შეგახსენებთ, რომ იოჰანეს ბო 2018 წლის ოლიმპიური ჩემპიონია ინდივიდუალურ რბოლაში, ასევე სამგზის მსოფლიო ჩემპიონი.